აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს. პოსტზე კენჭს ორი კანდიდატი დავით გვაძაბია და ჯემალ გამახარია იყრიდა, თუმცა მოგვიანებით გვაძაბიამ კანდიდატურა მოხსნა.
ჯემალ გამახარიას საბჭოს დეპუტატთაგან მხარი 14-მა დაუჭირა, წინააღმდეგ კი ხმა ოთხმა მისცა.
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს არჩევნები ხუთ წელიწადში ერთხელ ტარდება.