“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახურის უფროსი გიორგი პატარაია, ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ანი წითლიძე და ენმ-ს ერთ-ერთი აქტივისტი მანუჩარ ჩხეტია ზუგდიდში დღეს დააკავეს, თუმცა ამ დროისთვის, გიორგი პატარაიამ ხელწერილის საფუძველზე ზუგდიდის პოლიციის განყოფილება უკვე დატოვა.
მისი თქმით, სანდრა რულოვსთან შეხვედრის პარალელურად ზუგდიდში პროვოკაციები მთელი დღის განმავლობაში ხდებოდა.
მისივე ინფორმაციით, პოლიციის განყოფილებას ცოტა ხანში დატოვებს კიდევ ორი დაკავებული, ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ანი წითლიძე და ენმ-ს ერთ-ერთი აქტივისტი მანუჩარ ჩხეტია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყებამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის დააკავა.