სანდრა რულოვსი ზუგდიდში მოსახლეობას შეხვდა

გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა ზუგდიდში ის საცხოვრებელი კორპუსი დაათვალიერა, სადაც კომპაქტურად ჩასახლებული პირები ცხოვრობენ.

”ძალა ერთობაშიას” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი აცხადებს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება კორპუსში შესახლებულ ოჯახებს უკვე რამდენიმე თვეა შენობის გადახურვას ჰპირდება, თუმცა როგორც ყოველთვის არაფერი შესრულებულა.

„აქ რამდენიმე კვირის წინ ქარმა ახადა სახურავი და სამწუხაროდ მთელ მე-4 სართულზე ყველა ბინაში არის ჩამოსული წყალი. ამის გამო იყვნენ მოსულები ქალაქიდან რამდენიმეჯერ. ჰპირდებიან, მაგრამ არაფერი არ შესრულდა, როგორც ყოველთვის. ზუგდიდში, როცა არის ასეთი პრობლემები, მოდის მთავრობიდან წარმომადგენელი, მაგრამ არაფერი არ ხდება. ძალიან ცუდი გზა არის აქამდე, ამას თუ გზა ჰქვია და მერე ასეთი სიტუაცია რომ დაგხვდება. ერთხელ კი გააკეთეს რაღაც დროებით, მაგრამ ისევ გაფუჭდა”, – განაცხადა სანდრა რულოვსმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი