16-18 აპრილს ამინდის მკვეთრი გაუარესებაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 16-18 აპრილს, საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება.

სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში ზოგან ძლიერი წვიმა და სეტყვაა მოსალოდნელი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

17-18 აპრილს ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი დაცემა, მაღალმთიან ზონაში თოვლი, ზოგან ქარბუქი, ზღვაზე კი 3-4 ბალიანი ღელვაა მოსალოდნელი.

საქართველოს მდინარეებზე მოსალოდნელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო პატარა მდინარეებზე წყლის დონემ შესაძლებელია საშიშ ნიშნულს მიაღწიოს. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრულ – ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი