პროკურატურასთან აქცია მიმდინარეობს

სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურასთან აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები დაკავებული 21 წლის მირო მარკელიას გათავისუფლებას და ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ.

დაკავებულის მამამ აქციაზე სხეულის თვითდაზიანება მიიყენა, თუმცა სამედიცინო დახმარებაზე უარი განაცხადა.

მირო მარკელია რამდენიმე თვის წინ კახათში მეზობლებს შორის მომხდარი ჩხუბის გამო დააკავეს. გამოძიება მარკელიას წინააღმდეგ 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და 5-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ოჯახი ამბობს, რომ მათი ინფორმაციით, დღეს სასამართლო მარკელიას 5- წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას მიუსჯის, რაც მათი პროტესტის მიზეზი გახდა.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი