ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. 28 წლის მამაკაცს ჭრილობები სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით გულმკერდისა და მუცლის არეში აქვს მიყენებული.
დაჭრილს ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ოპერაცია უტარდება.
გამოძიება სსსკ-ის 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.