ბენზინი 10 თეთრით გაძვირდა

ქვეყანაში საწვავის ფასი გაიზარდა. ბენზინზე ფასმა 10 თეთრამდე მოიმატა.

ექსპერტები ამბობენ, რომ ფასების ზრდა საერთაშორისო ბაზარზე არსებულმა მდგომარეობამ გამოიწვია..

დარგის სპეციალისტების თქმით, ფასის ზრდის განმაპირობებელი ძირითადი ფაქტორი გლობალურ ბაზრებზე მნიშვნელოვნად გაზრდილი ფასებია.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე, ვანო მთვრალაშვილი ამბობს, რომ საწვავზე ფასის ზრდის მიზეზი ლარის დევალვალვაცია არ არის.

მთვრალაშვილი განმარტავს, რომ საწვავზე ფასის ზრდა ნავთობის მომპოვებელი ქვეყნის, ირანის გარშემო მიმდინარე პროცესებით არის გამოწვეული.

“ტენდენცია არ არის დამაიმედებელი. თუ ირანის გარეშემო ვითარების ესკალაცია კიდევ უფრო მეტად გაგრძელდა, რა თქმა უნდა, ეს იქნება განმაპირობებელი, რომ ნავთობის ფასი წავა“, – განაცხადა ვანო მთვრალაშვილმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი