ზუგდიდის მერიამ წარმატებული სპორტსმენები დააჯილდოვა

ზუგდიდის მერიამ, 2019 წლის ევროპის ჩემპიონატზე  ძალოსნობასა და შოტოკა-კარატე-დოში, მიღწეული წარმატებისთვის, სპორტსმენები დააჯილდოვა.

მერის მოვალეობის შემსრულებელმა მაიზერ ნანავამ, ოთხ სპორტსმენს: ნათია გადელიას, ირაკლი ჩხეიძეს, გოგა ჩხეიძესა და საბა მანიას სიგელები და ფულადი ჯილდო გადასცა, ასევე, სიგელები გადაეცათ მათ მწვრთნელებს ბეჟან ჭიჭინაძესა და გელა ანთიას.

მაიზერ ნანავამ სპორტსმენებს შემდგომი წარმატებები უსურვა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი