ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, გიორგი შენგელიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან და საარჩევნო შტაბისხელმძღვანელთან ირაკლი ჩიქოვანთან ერთად ანაკლიის პორტის ტერიტორია დაათვალიერა.
მერობის კანდიდატის განცხადებით, ანაკლიის პორტის მშენებლობა აუცილებლად მოხდება და ამის გარანტი სახელმწიფოა.
„ანაკლიის პორტის მშენებლობა არის მნიშვნელოვანი არამარტო ჩვენთვის, ზუგდიდისთვის, არამედ მთელი რეგიონისა და ქვეყნისთვის. იმაზესაუბრები, რომ პორტი არ აშენდება, მტკნარი სიცრუეა: ანაკლიის პორტი აშენდება და ამის გარანტი არის სახელმწიფო. ანაკლიის პორტი არისჩვენი მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების გარანტი. ეს მოგვიტანს ბევრ ეკომომიკურ ბენეფიტებს, დასაქმდება ადგილობრივიმოსახლეობა და შემოვა ინვესტიციები”, – განაცხადა გიორგი შენგელიამ.
მერობის კანდიდატმა ტერიტორია ანაკლიის კონსორციუმის რეგიონულ დირექტორთან ანზორ მანწკავასან ერთად დავათვალიერა.