გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება 3 მაისს შეეზღუდება:
ფოთი. 12:15დან 18:30საათამდე აბონენტებს სამეგრელოს, ერთობის, ჯავახიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე. 12:30დან 18:00საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 9 აპრილის ხეივანი, ლიეპაიას, ილიას, აღმაშენებლის, რუსთაველის რკალს და მიმდებარე ქუჩებს.
ხობი. 15:00დან 17:00საათამდე აბონენტებს ხობში დადიანის, აღმაშენებლის, სტალინის, წერეთლის და მიმდებარე ქუჩებზე, ბაზრის ტერიტორიას, სოფლებში გურიფული, პირველი და მეორე გურიფული.
კომპანიის ცნობით, სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.