ანაკლიაში 110 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ანაკლიაში, 110 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორციელდება.

ახალი საბავშვო ბაღი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი იქნება და პროექტის დასრულების შემდეგ, პატარები კეთილმოწყობილ ბაღში შეძლებენ სიარულს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი 2019 წელს ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 50-ზე მეტი ბაღის მშენებლობას იწყებს.

მუნიციპალური განვითარების ფონდი ბაღების მშენებლობას საქართველოს მთავრობის და ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით განახორციელებს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი