“ნაცმოძრაობამ” უნდა იცოდეს, რომ თავისუფლად რომ დადიან ქუჩაში “ქართული ოცნების” დამსახურებაა” – ლაშა გვასალია

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბში გაერთიანებული ოპოზიციის ბრალდებებს პასუხობენ. საარჩევნო შტაბის წევრი ლაშა გვასალია აცხადებს, რომ პლაკატების ჩამოხევა მიუღებელია.

„რა მონტაჟზეა საუბარი და რა დაამონტაჟა რუსთავი 2-მა თავის დამქაშებთან ერთად მე არ ვიცი. რაც შეეხება თენგო აბულაძეს, ის არის ჩემი თანამებრძოლი. არ ვიცი რა კადრები გაავრცელეს, მაგრამ ვიცი, რომ თენგო ამას არ გააკეთებდა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა იცოდეს, რომ თავისუფლად რომ დადიან ქუჩაში „ქართული ოცნების“ და ჩვენი შტაბის დამსახურებაა. ამათ იმდენი უბედურებები აქვთ ჩადენილი ეს ნაძირლები ესენი. ცოტა ჭკვიანად იყვნენ, ახლა რაღაც პროვოკაციებს აწყობენ“, – განაცხადა ლაშა გვასალიამ.

გაერთიანებული ოპოზიცია მმართველი პარტიის აქტივისტებს სანდრა რულოვსის პლაკატების ჩამოხევაში ადანაშაულებს.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის თინა ბოკუჩავას თქმით, გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერებს პოლიციამ და ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა ხელი შეუშალეს პლაკატების გაკვრაში, რაც კანონდარღვევაა.

მისი თქმით, სოფელ ინგირში მათი კანდიდატის პლაკატი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა თენგო აბულაძემ ჩამოხია, რომელიც მეუღლე ზუგდიდის მერიის თანამშრომელია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი