ზუგდიდი მშვიდობის ქალაქია, დღეს აქ ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემია დაფუძნდა – გიორგი შენგელია

ზუგდიდში ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემია დაფუძნდა. პრემიის პირველი დაჯილდოების ცერემონიალს „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი გიორგი შენგელია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან და ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ერთად დაესწრო.

,,ზუგდიდი მშვიდობის ქალაქია დღეს აქ ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემია დაფუძნდა. ზუგდიდი ნამდვილად არის ევროპული ქალაქი თავისი წარსულით და მომავლით.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ბერტა და არტურ ფონ ზუტნერების ზუგდიდში გატარებული წლები, მათი კავშირი და ურთიერთობა დადიანების ოჯახთან.

მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა ზუგდიდში, ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის მშვიდობის პრემიის პირველი მფლობელის გამოვლენა, ვულოცავ ქალბატონ ნინო კალანდარიშვილს ამ წარმატებას.

ბერტა ფონ ზუტნერის პრემიის ფლობა უდიდესი პასუხისმგებლობაა და დიდი დატვირთვაც აქვს, ვინაიდან, ჩვენ ყველაზე მეტად გვჭირდება კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება და ჩვენს აფხაზ და ოს და-ძმებთან ერთად მშვიდობიანი თანაცხოვრება“ განაცხადა გიორგი შენგელიამ.

დაჯილდოების ცერემონიალი ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართა. პრემია ყოველწლიური იქნება და ის მშვიდობის დარგში მოღვაწე ადამიანებს გადაეცემა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი