სენაკის სკოლიდან მოსწავლეები საავადმყოფოში გადაიყვანეს

სენაკის მეორე საჯარო სკოლიდან 20-მდე ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

საგანმანათლებლო რესურსცენტრის ცნობით, სკოლაში სავარაუდოდ, საწვავის სუნი იდგა, რის გამოც ბავშვებს თავბრუსხვევა აღენიშნებოდათ.

მედპერსონალის ინფორმაციით, მოსწავლეების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთის დამაკმაყოფილებელია, თუმცა საავამდყოფოში რჩებიან.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი