ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიასთან ოპოზიციამ აქცია გამართა

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან ოპოზიცია კომისიის თავმჯდომარის გადაყენებას ითხოვდა.

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ ხელისუფლება არჩევნების შედეგების შესაცვლელად ყველაფერს აკეთებს.

„მინდა მივმართო, ბატონ გეგა შენგელიას, ჩემი თანატოლია, მე მის ადგილზე მართლაც მეუხერხულებოდა. ამ ქალაქში თუ სადმე მყავს ნათესავი, თუ ვინმე მყავს დამტირებელი გვარში დედის მხრიდან ან მამის მხრიდან, ყველა ამ ქალაქში ცხოვრობენ. ჩემთვის ეს ქალაქი არის ძვირფასი, ეს ქალაქი არ იმსახურებს შეურაცხყოფას. გეგა შენგელია თუ ცდილობს წარმოჩინდეს, როგორც წესიერი ადამიანი, ის ამიერიდან აღარ არის წესიერი ადამიანი, რადგან წესიერი ადამიანი გამოვიდოდა გუშინ და დაგმობდა 72 წლის კაცისთვის პანღურის ამორტყმას, ან ნიკა ვაჩეიშვილეზე ძალადობას და დაგმობდა ბატონი დანელიას მიერ გაჟღერებულ ძალადობის მცდელობას. გეგა შენგელიას აქვს შანსი ან დარჩეს ზუგდიდელად, ან აქვს შანსი სამარდჟამოდ აირტყას მოძალადის იარლიყი. მნიშვნელობა არ აქვს პირადად ძალადობს, თუ მის გვერდით მყოფი მეგობრები ძალადობენ“ – განაცხადა ნიკა მელიამ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი