ზუგდიდის პოლიციასთან აქცია მიმდინარეობს

ზუგდიდის პოლიციის სამმართველოსთან გაერთიანებული ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს. ოპოზიცია ყველა იმ პირის დაკავებას ითხოვს, ვინც დადიანების სასახლის ეზოში სანდრა რულოვსის და მის მხარდამჭერებზე თავდასხმაში მონაწილეობდა.

„საზოგადოებამ პირდაპირ ეთერში ნახა “ქართული ოცნების” დეპუტატი, რომელიც იმუქრება რომ თურმე ადამიანები უნდა დააშინო, ადამიანები უნდა გაიტაცო, ამ დრომდე ეს ადამიანი დაკავებული არ არის. ვნახეთ კონკრეტული ადამიანები რომლებიც თავს დაესხნენ ქალბატონ სანდრა რულოვსს. იგივე ძმები შელიები, რომლებიც დაკავებულები არ არიან. ეს ადამიანები არიან მოგზავნილი.  “ქართულ ოცნებას” აქ აქვს არჩევნები წაგებული. ერთადერთი რამის გამო ძაბავენ სიტუაციას. იმისთვის, რომ ხალხი დააშინონ და არ მოვიდნენ არჩევნებზე“, – განაცხადა ენმ-ს წევრმა ლევან ხაბეიშვილმა.

ინციდენტი ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში რამდენიმე დღის წინ მოხდა, სადაც სანდრა რულოვსის ფოტოგრაფი დაშავდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი