„სამწუხაროდ, დღეს ზუგდიდში მეფობს ტერორი, კორუფცია და კრიმინალი“, – ეს განცხადება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა ოპოზიციური გაერთიანებიდან ”ძალა ერთობაშია”, სანდრა ელისაბედ რულოვსმა ამომრჩეველთან შეხვედრაზე გააკეთა.
“სამწუხაროდ, დღეს ზუგდიდში მეფობს ტერორი, კორუფცია და კრიმინალი. მერი ლაშა გოგია, წინა მერი, ციხეშია და გვყავს, როგორც მაგალითი მინდა მოვიყვანო სამი ფეოდალი – ერთი არის გია დანელია, საკრებულოს წევრი, მეორე, ფეოდალი, ძიმშეიშვილი, რიყიდან. ესეც საკრებულოს წევრი, მესამე, ჩვენთვის ცნობილი ედიშერ თოლორაია, რომელმაც წამართვა მაჟორიტარული მანდატი 2016 წელს. რისთვის სჭირდებოდათ თუ იცით, იმიტომ, რომ ხმა არ ამოეღო ზუგდიდელების დასაცავად პარლამენტში. რისთვის სჭირდებოდა თურმე ეს მანდატი, რომ მისი 50 ნათესავი მუნიციპალიტეტის საშტატო ბალანსზეა, ანუ არის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტზე და 300 ათას ლარამდე იხარჯება წელიწადში მისი ოჯახის კეთილდღეობისთვის, სირცხვილია”, – განაცხადა რულოვსმა.
მერობის კანდიდატის თქმით, ის არ დაუშვებს, რომ პოლიტიკური ნიშნით დაიყოს საზოგადოება და შეეცდება სამუშაო ადგილები შექმნას, რათა ახალგაზრდები ადგილზე დასაქმდნენ.