გაერთიანებული ოპოზიციის წევრის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ხელისუფლება არჩევნების გაყალბებას გეგმავს, თუმცა ოპოზიცია ამის უფლებას არ მისცემს.
„ქართული ოცნება“ ამბობს, რომ თითქოს ოპოზიციას ზუგდიდში არეულობის და დესტაბილიზაციას მოწყობა სურს და ამ მიზნით ახდენ ადამიანების მობილიზებას. ამაზე საუბრობს ხელისუფლება, რომელიც 2013 წლიდან არჩევნებს იპარავს. არჩევნებს ხუთი ათასი დამკვირვებელი დააკვირდება, რომლებიც იმუშავებენ, რომ არ მოხდეს გაყალბება. პარტიიდან მათ აქვთ დირექტივა, რომ იმოქმედონ კანონის ფარგლებში ასევე, იმოქმედონ ისე, როგორც ცივილიზებულ პოლიტიკურ ძალას შეეფერება. ყველა დამკვირვებელზე გაცემულია დირექტივა, რომ არ აყვნენ პროვოკაციებს, არ უპასუხონ ძალადობას ძალადობით. არ მოვაპარინებთ ხელისუფლებას ზუგდიდელების ხმებს“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.