სკოლებში პირველკასელთა რეგისტრაცია 21 მაისს დაიწყება

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, საჯარო სკოლებში რეგისტრაციის მეორე ეტაპი სრულდება, რომლის ფარგლებშიც, საჯარო სკოლებში რეგისტრირდებიან ის ბავშვები, რომელთა და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში ან რომელთა მშობელიც სკოლის თანამშრომელია.

აღნიშნული ეტაპი 2 მაისს დაიწყო. მანამდე, 25 მარტიდან კი, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების რეგისტრაცია განხორციელდა.

რაც შეეხება საყოველთაო რეგისტრაციას, ის 21 მაისს, 09:00 საათზე დაიწყება და 12 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. დოკუმენტაციის წარდგენა კი 13 ივნისიდან 21 ივნისის ჩათვლით იქნება აუცილებელი. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე www.emis.ge.

მეოთხე ეტაპი, ანუ გამოთავისუფლებულ ადგილებზე რეგისტრაცია და დოკუმენტაციის წარდგენა 25 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით უშუალოდ სკოლაში განხორციელდება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი