ზუგდიდში, 9 წლის ბავშვს ავტომობილი დაეჯახა. მოზარდი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მას ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, ცხვირის ძვლის მოტეხილობა აღენიშნება.
შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.