გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება 30 მაისს    შეეზღუდება:

ზუგდიდი. 11:00დან 18:30საათამდე სოფლებს ახალაკახათს, ოქტომბერს, კახათს და მიმდებარე სოფლებს, ქ.ზუგდიდში აღმაშენებლის ქუჩის ნაწილს.

ჩხოროწყუ –  11:00დან 18:30საათამდე  სოფელ ნაკიანს.

სენაკი. 12:00დან 18:30საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით სოფლებს მენჯს, ეკს, სახარბედიოს, ზანას და მიმდებარე სოფლებს.

აბაშა. 12:00დან 16:00საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით  ქ.აბაშაში თავისუფლების, ფრანგიშვილის, აკაკის IV შესახვევს, ცომაიას  და მიმდებარე ქუჩებს, სოფელ ონტოფოს.

მარტვილი. 14:00დან  16:00საათამდე სოფლებს ნაგვაზაოს, ნახარებაოს, სერგიეთს, აბედათს და მიმდებარე სოფლებს, ქ.მარტვილში მშვიდობის, ანჯაფარიძის, ჭყონდიდელის, ბაძაღუას ქუჩებს, ბომბოთს.

სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა  ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

 

 

 

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი