ჩხოროწყუში 19 წლის მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს.
დაჭრილი სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 1999 წელს დაბადებული პირი შემთხვევიდან მალევე დააკავეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.