დასავლეთ საქართველოში თერმული ნისლით წამლობა იწყება

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით,  დასავლეთ საქართელოში, თერმული ნისლით დამუშავება იწყება.

ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის ინფორმაციით, ინტენსიური მონიტორინგის შედეგად  პრიორიტეტული სოფლები და ლოკაციები განისაზღვრა, სადაც კლიმატური პირობების გათვალისწინებით, ფართობები თერმული ნისლით დამუშავდება.

5 ივნისს, საღამოს 21:30 საათზე, თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავდება შემდეგი სოფლები:

სამეგრელოს რეგიონი – აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლები: კეთილარი და სუჯუნა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლები: ერგეტა, ორულუ და ცვანე.

ასევე გურიის რეგიონში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი ქვემო აკეთშიი და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელი შუა ამაღლებაში. იმერეთის რეგიონში, კი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ როდინაულში.

“თერმული ნისლით ღონისძიებები მეფუტკრეებთან კოორდინირებული თანამშრომლობით დაიგეგმება და საჭიროების შემთხვევაში მანამ გაგრძელდება, სანამ აზიური ფაროსანა გამოსაზამთრებელ ფაზაში არ გადავა.

ღონისძიებების პარალელურად გრძელდება აქტიური მონიტორინგი, რომლის შედეგებიც აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო ცენტრის, ელექტრონულ ბაზაში აისახება. მონაცემების ინტერაქტიულ რუკაზე ასახვა და განახლება ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მონაცემთა ანალიზის საფუძველზე იგეგმება შეწამვლითი ღონისძიებები.

დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ გაიარონ SMS რეგისტრაცია საკოორდინაციო მართვის ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე  www.parosana.ge    და გზავნილების მეშვეობით მიიღონ დეტალური ინფორმაცია ღონისძიებების დაწყების და განხორციელების ვადებზე”, – აღნიშნულია მართვის ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი