მესტიაში ავტომობილით მდინარეში გადავარდნილ ორ ახალგაზრდას ამ დრომდე ეძებენ

მდინარე დოლრაში დაკარგულ 23 და 24 წლის მულახის მკვიდრ ახალგაზრდებს, ამირან გვიდანს და ვაჟიკო ჟორჟოლიანს სპეციალური სამაშველო ჯგუფები ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ.

ძლიერი წვიმების შედეგად მდინარე დოლრა ადიდებულია და ამ ეტაპზე მაშველებს უჭირთ სამძებრო სამუშაოების ჩატარება.

ადგილობრივების თქმით, ბეჩოს ხიდთან, სავარაუდოდ, დიდი სიჩქარით მიმავალი ავტომანქანა გადავარდა.

ავტომობილში ორი მამაკაცი იმყოფებოდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი