დასავლეთ საქართველოში თერმული ნისლის ტექნოლოგიით საკარმიდამო ფართობები მუშავდება

დღეს, იმერეთის, სამეგრელოსა და გურიის რეგიონებში, თერმული ნისლის ტექნოლოგიის გამოყენებით, საკარმიდამო ფართობები შეიწამლა.

სამეგრელოს რეგიონში, აბაშის მუნიციპალიტეტის გეზათის, მარანის, საესაკაოს, სამიქაოს, ქოლობანისა და წყემის ადმინისტრაციუელი ერთეულები. წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, კი ნაკიფუსა და ობუჯის ადმინისტრაციული ერთეულები.

იმერეთის რეგიონში, თერჯოლის მუნიციპალიტეტის ბარდუბანისა და ჭოგნარის ადმინისტრაციული ერთეულები, ხოლო ბაღდათის მუნიციპალიტეტში ზედა დიმი.

გურიის რეგიონში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლები ზომლეთი და ქვემო ხეთი, ხოლო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სოფელი ნინოშვილი.

უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ადგილობრივი მოსახლეობა, ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრმა, თერმული ნისლით წამლობის შესახებ, სატელეფონო გზავნილის მეშვეობით 24 საათით ადრე გააფრთხილა.

თერმული ნისლით წამლობების პროცესში აქტიურად ჩართულნი არიან მეფუტკრე ფერმერები და ღონისძიებები მათთან კოორდინირებული თანამშრომლობით იგეგმება, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული ფუტკარი.

დღეს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, თერმული ნისლის ღონისძიებებს, ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის ხელმძღვანელი ლაშა შალამბერიძე, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები, სურსათის ეროვნული სააგენტოს, მონიტორინგის ჯგუფის და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ.

დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ გაიარონ SMS რეგისტრაცია და გზავნილების მეშვეობით მიიღონ დეტალური ინფორმაცია ღონისძიებების დაწყების და განხორციელების ვადებზე, საკოორდინაციო მართვის ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე: www.parosana.ge

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი