პარლამენტთან მიმდინარე აქციის რამდენიმე მონაწილე დაკავებულია

საქართველოს პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის რამდენიმე მონაწილე პოლიციამ დააკავა. დაკავების კონკრეტული მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

ვითარება რუსთაველის გამზირზე კვლავ დაძაბულია.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების პროტესტი დღეს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიის ფარგლებში რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ხილვამ გამოიწვია, რასაც აქცია მოჰყვა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი