“ეს ჩემი ძმააა, კარგად დაიმახსოვრეთ მისი დამახინჯებული სახე! ეს თქვენ არ შეგრჩებათ!”

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის ერთ-ერთ მონაწილეს, 28 წლის გიორგი სულაშვილს თვალისა და სახის ძვლების ოპერაცია უტარდება.

ამის შესახებ “Newsportal.ge”-ს მისმა დამ მანანა სულაშვილმა განუცხადა, რომელიც “ნიუ ჰოსპიტალსში” იმყოფება.

მისი განმარტებით სპეცრაზმი რეზინის ტყვიებთან ერთად აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეციალურ ხელჯოხებს, ე.წ. “დუბინკებსაც” იყენებდა, რა დროსაც მის ძმას სახის არეში დაზიანენები მიაყენეს.

“ოპერაციაზე შეყვანამდე გვითხრეს ექიმებმა, რომ მხედველობა დაკარგა და თვალს არაფერი ეშველება, ახლა მხოლოდ იმის იმედი გვაქვს, რომ სახე არ დაუმახინჯდეს. ვერ აგიწერთ იქ რა ხდებოდა, სკვერებში დასდევდნენ ხალხს, მხოლოდ რეზინის ტყვიები არ გამოუყენებიათ, “დუბინკებით” სცემდნენ”, – აცხადებს დაშავებულის და.

მანამდე მანანა სულაშვილმა სოციალური ქსელის მეშვეობით განცხადება და მისი ძმის ფოტო გაავრცელა:

“ეს ჩემი ძმააა, კარგად დაიმახსოვრეთ მისი დამახინჯებული სახე!

ეს თქვენ არ შეგრჩებათ !”

კომენტარები

დატოვე კომენტარი