პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ

პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს. დემონსტრანტები შინაგან საქმეთა მინისტრს პოსტის დატოვებისკენ მოუწოდებენ.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, არ შეიძლება მოქალაქეების დასახიჩრება, როდესაც ისინი რუსეთის ოკუპაციას აპროტესტებენ.

რუსთაველის გამზირი გადაიკეტა.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე, მოქალაქეები რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლას და მის მიერ, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებას აპროტესტებდნენ. პარლამენტის წინ სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობაში შესვლას ცდილობდნენ. აქციის მონაწილეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი გამოიყენეს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი