შსს-ს გენ. ინსპექციამ 20-21 ივნისს ცალკეულ სამართალდამცავთა მიერ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტების შესწავლა დაიწყო

შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ 20-21 ივნისის ღამეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ცალკეულ სამართალდამცავთა მიერ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტების შესწავლა დაიწყო.
ამის შესახებ სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
“გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ 20 ივნისის აქციისას ცალკეულ სამართალდამცავთა მიერ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების (მათ შორის ჟურნალისტების მიმართ) ფაქტების შესწავლა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ უკვე დაიწყო. აღნიშნული სამართალდამცავები აქციების დროს მართლწესრიგის დაცვასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში აღარ მონაწილეობენ”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი