#წადი – ახალი სოციალური კამპანია

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია კვლავ განახლდა. მოთხოვნები უცვლელია – გადადაგეს შს მინისტრი, გათავისუფლდნენ 20-21 ივნისის ღამეს დაკავებულები და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდეს.

დღევანდელ აქციაზე ორგანიზატორებმა ახალი სოციალური კამპანიაც დაიწყეს სახელწოდებით – #წადი.

ერთ-ერთმა სპიკერმა საზოგაფოებას მოუწოდა, გახსნან სოციალური ქსელები და დაწერონ პოსტი – “#წადი”.

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლას და მის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებას აპროტესტებდნენ. პარლამენტის წინ სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობაში შესვლას ცდილობდნენ. აქციის მონაწილეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი გამოიყენეს. დაშავდა 200-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის რამდენიმემ მხედველობის ორგანო დაკარგა. დააკავეს ათეულობით მოქალაქე.

კომენტარები

დატოვე კომენტარი