უნიკალური ნივთების გამოფენა დადიანების სასახლეში

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით, დღეს, 14 მაისს 12 საათიდან 17 საათამდე, ზუგდიდში დადიანების სასხლეთა ეზოში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის შესახებ ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული უნიკალური მასალები გამოიფინა.

გამოფენაზე წარმოდგენილია: საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, 1918-1921 წლებში დაწესებული პირველი ქართული ჯილდო (მედალი) თამარ მეფის ორდენი, 1918 წელს ჩატარებული პირველი არჩევნების ამსახველი მასალები, 1921 წლის 26 თებერვალს გამოცემული საქართველოს პირველი კონსტიტუცია, ნოე ჟორდანიას პირადი ნივთები, პრესაში 26 მაისთან დაკავშირებით გამოქვეყნებული მასალები, აკაკი ჩხენკელის მიერ გენერალ გიორგი კვინიტაძისათვის გაგზავნილი დეპეშის დეშიფრანტი, სადაც ჩხენკელი კვინტრაძეს სთხოვს დაუყოვნებლივ გამოაცხადონ საქართველოს დამოუკიდებლობა და სხვა საინტერესო ნივთები.

ექსპოზიციის დათვალიერება ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, ზუგდიდის შემდეგ გამოფენა 15 მაისს, 12-დან 17 საათამდე, ფოთში ნიკო ნიკოლაძის კოშკთან მოეწყობა.

ზუგიდიდისა და ფოთის გარდა უნიკალური ექსპოზიციები საქართველოს 7 ქალაქში გამოიფინება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი