“გახარია, წადი!”, “რუსეთი ოკუპანტია” – ამ ლოზუნგებით დღეს რეპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის შენობამდე “თავისუფლების მარში” მოეწყო. პროტესტის მეათე დღეს აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია – გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია.
სამოქალაქო საზოგადოების განცხაებით, მათი ორი მოთხოვნა უკვე დაკმაყოფილებლია და მხოლოდ ეს ერთი მოთხოვნა უნდა შეასრულოს ხელისუფლებამ, წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო აქციები ყოველდღიურად ისევ გაგრძელდება.