პატიმარ რუსლან გუგუნავას ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ფოთის მერიის შენობის წინ გზა გადაკეტეს.
მათი განცხადებით, დაახლოებით, 20 დღის წინ პატიმარი სასჯელაღსრულების მეექვსე რუსთავის საპყრობილეში გადაიყვანეს, რის შემდეგაც არც ექიმის კონსულტაციით უსარგებლია და არც C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატები მიუღია.
აქციის მონაწილეების მტკიცებით, მსგავს სიტუაციაში არიან სხვა პატიმრებიც.
იმ შემთხვევაში თუ გუგუნავას და სხვა მსჯავრდებულებისთვის შესაბამისი დახმარების აღმოჩენა არ მოხდება, მათი ახლობლები რუსთავში აქციების დაწყებით იმუქრებიან.
“ვითხოვთ მხოლოდ ექიმის კონსულტაციის უფლება მისცენ და პრეპარატები შეუტანონ, ან ჩვენ მოგვცენ შეტანის უფლება. როგორ შეიძლება პატიმრების მიმართ მსგავსი მოპყრობა. რუსლანმა განცხადებით მიმართა სასჯელაღსრულების სამინისტროს და დეპუტატ ეკა ბესელიას, ასევე უფლებადამცველ ნანა კაკაბაძეს, თუმცა ამ დორმდე არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია ამ მიმართებს და სწორედ ამიტომ გადავკეტეთ გზა, მოგვაქციონ ყურადღება”, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.