ლელოს დადებისას სოლიდარობის ჟესტის გამო რუსული კლუბიდან 2 ქართველი მორაგბე გარიცხეს

ორი ქართველი მორაგბე, რომლებიც რუსულ კლუბ სლავაში თამაშობდნენ ლელოს დადების დროს სოლიდარობის ჟესტის გამო კლუბიდან გარიცხეს. საბა ილურიძემ და რეზი ბროძელმა თამაშის დროს თვალზე ხელი აიფარეს, რაც საქართველოში განვითარებული მოვლენებისა და აქციების ერთგვარ სიმბოლოდ იქცა.

„ჩათვალეს, რომ პოლიტიკურად დატვირთული იყო და რუსეთზე მქონდა გართულება. ამ ჟესტით ჩემს ხალხს გამოვუცხადე მხარდაჭერა და არა პოლიტიკოსებს”, – განუცხადა რაგბი TV-ის რეზი ბროძელმა. მორაგბეები თბილისში ხვალ ბრუნდებიან.

კომენტარები

დატოვე კომენტარი