ნარაზენში ხიდი მოეწყო

ნარაზენის ადმინისტრაციულ ერთეულში, საპერტიოს უბანში, ხიდი მოეწყო.

დასრულებული სამუშაო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ დაათვალიერა და მოსახლეობის საჭიროებებს გაეცნო.

ხიდის მოწყობაზე 35 756 (ოცდათხუთმეტი ათას შვიდას ორმოცდათექვსმეტი) ლარი დაიხარჯა, სამუშაოები შ.პ.ს ,,ვით XXI”-მა შეასრულა.

აღნიშნულ უბანში ხიდი ავარიულ მდგომარეობაში იყო და მოსახლეობის გადაადგილებას საფრთხეს უქმნიდა.

საპერტიოს უბანში ხიდთან ერთად გაბიონიც მოეწყო.

კომენტარები

დატოვე კომენტარი