შსს-სთან მისულ ვასაძეს “პრაიდის” მარში დასრულებული დახვდა

„თბილის პრაიდი“ გადაიქცა „თბილისი ჰაიდად“ ეს არის თავის გაბითურება – ამბობს ლევან ვასაძე, რომელიც „თბილის პრაიდის“ ღირსების მარშის ჩასაშლელად რუსთაველიდან შს სამინისტროსკენ გაემართა, თუმცა აქცია დასრულებული დახვდა.

„ფიზიკის კანონებიდან გამომდინარე შეუძლებელია ადამიანები იყონ ერთად, კურდღლებს შეუძლიათ ვარკეთილში აირბინონ რამდენიმე ფოტო გადაიღონ და მერე იქიდან გაიქცნენ. მოვედით იმისთვის, რისთვისაც მივედით რუსთაველზე, რისთვისაც ვიყავით დილას აქ, რომ არ დავუშვათ უსირცხვილობის ზეიმი და ტაშ-ფანდური. გესმით, რომ ფიზიკურად შეუძლებელია ვიყოთ ყველგან. რუსთაველზე ყოფნისას ვთქვით, რომ არავითარი პრობლემა არ გვაქვს იმ ხალხთან ვინც აპროტესტებს რუსულ ოკუპაციას. მიგვაჩნია, რომ საქართველოს დეოკუპაცია როგორც რუსული მხრიდან აფხაზეთსა და ცხინვალში ასევე გლობალისტური ლიბერალური მხრიდან თბილისში დასრულდება, საქართველო გამთლიანდება“, – ამბობს ვასაძე.

მისი თქმით, ის არ ეთანხმება, რომ ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებს, რომლებიც გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ.

ვასაძე ამბობს, რომ გავრილოვი საქართველოში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „რუსთავი 2“-მა ჩამოიყვანა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი