ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიგა ფარულავა, ოქტომბერისა და დარჩელი-ორსანტიას ადმინისტრაციულ ერთეულებში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.
,,საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია, რასაც ეტაპობრივად ვახორციელებთ. სამუშაოების დროულად და ხარისხიანად შესრულებას კი გავაკონტროლებთ“-აღნიშნა გიგა ფარულავამ.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ორსანტიას ადმინისტრაციულ ერთეულში, ორსანტიასა და დარჩელის დამაკავშირებელი გზის (ორსანტიას ასფალტირებული გზიდან დარჩელში, ზუგდიდი-ანაკლიას საავტომობილო გზამდე) სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
სარეაბილიტაციო გზის სიგრძე 4128 მეტრია. სარეაბილიტაციო გზის მონაკვეთზე გათვალისწინებულია სანიაღვრეების, მიერთებისა და ეზოში შესასვლელის მოწყობა. მისი ღირებულება 2 000 000 ლარია.
გზა რეაბილიტირდება ოქტომბერის ადმინისტრაციულ ერთეულშიც, ბეტონის საფარი იგება 2200 მეტრზე, ღირებულება 1 122 606 ლარია. სამუშაოები 2020 წელს დასრულდება. გზის მშენებლობა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.