20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით შსს-ს თანამშრომელი დააკავეს

20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით შსს-ს ერთი თანამშრომელი დააკავეს, – ამის შესახებ საქართველოს პროკურატურაში დღეს ბრიფინგზე პროკურორმა კოკა კაციტაძემ განაცხადა.

„20-21 ივნისს საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული აქციის ცალკეული მონაწილეების მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე დაკავებულ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი“, – განაცხადეს პროკურატურაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი