გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება 18 ივლისს შეეზღუდება:
ზუგდიდი. 11:00დან 15:30საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით აბონენტების ნაწილს სოფლებში ყულიშკარი, გრიგოლიში, ოდიში, ჯიხაშკარი, კოლხიდა, ალერტკარი. 16:30დან 18:30საათამდე სოფლებში დარჩელი, დიდინეძი, ორულუ და მიმდებარე სოფლებში.
ფოთი. 13:30დან 18:00საათამდე აღმაშენებლის, პუშკინის, ილიას, 9 აპრილის ხეივანს, ვაჟა-ფშაველას და მიმდებარე ქუჩებს.
სენაკი. 10:00დან 18:00საათამდე სოფლებში ლეძაძამე,ფოცხო, უშაფათი.
წალენჯიხა. 11:00დან 19:00საათამდე სოფლებში საჩინო, მედანი, ჯგალი, დაბა ჯვარის ნაწილს.
სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.