სტრასბურგის სასამართლო „რუსთავი 2“-ისა და ვაზაგაშვილის საქმეებზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს

სტრასბურგის სასამართლო დღეს, საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ 3 სხვადასხვა საქმეზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს, – ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები, სტრასბურგის დროით 10:00 საათზე გამოქვეყნდება – ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ (ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმე); ტელეკომპანია „რუსთავი 2“, ლევან და გიორგი ყარამანიშვილები და ტელევიზია „საქართველო“ საქართველოს წინააღმდეგ; და გოგალაძე საქართველოს წინააღმდეგ (2008 წელს პოლიციის მხრიდან არაადამიანური მოპყრობის სავარაუდო ფაქტები) საქმეებზე“, – აცხადებენ უწყებაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი