მომღერალი თიკა ჯამბურია დააკავეს

თბილისში, თავისუფლების მოედანზე სამართალდამცველებმა მომღერალი თიკა ჯამბურია დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც მომღერალს პოლიცია არასწორი პარკირების გამო ადმინისტრაციულად აჯარიმებდა, მან კი სამართალდამცველებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

შსს-ს ცნობუთ, მომღერალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს და იწვევს დაჯარიმებას 250 ლარიდან 2000 ლარამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

კომენტარები

დატოვე კომენტარი