თავდაცვის ყოფილი მინისტრი და პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით ის თანაპარტიელ კოტე კემულარიას სახლთან დააკავეს. შსს-ში 8 საათზე ბრიფინგი გაიმართება.
როგორც ირაკლი ოქრუაშვილის პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ თანადამფუძნებელმა ანა რეხვიაშვილმა უთხრა რადიო “თავისუფლებას”, ირაკლი ოქრუაშვილი დაახლოებით ნახევარი საათის წინ დააკავეს, მას შემდეგ რაც, ისინი სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-დან გამოვიდნენ.
„გადაგვიდგნენ მანქანებით და ირაკლის დაადეს ხელბორკილები“,- ამბობს ანა რეხვიაშვილი.
მისი განცხადებით, ოქრუაშვილი დააკავეს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით გათვალისწინებული კანონდარღვევის გამო. რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს.