საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 25 ივლისის N154/ნ ბრძანებით, სსიპ ძველი ხიბულის საჯარო სკოლას საქართველოს ეროვნული გმირის, ექსპრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას სახელი მიენიჭა. ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
შესაბამისი თხოვნით ქალაქის საკრებულოს სკოლის სამეურვეო საბჭომ მიმართა, რომელმაც სკოლას განათლებსი სამინისტროსთან უშუამდგომლა, რაც რამდენიმე დღის წინ უწყებამ დააკმაყოფილა.
ამასთან, ძველ ხიბულაში პირველი პრეზიდენტის სახელობის მუზეუმის გახსნაც იგეგმება, მუზეუმის ეზოში კი პარკი და ეკლესია აშენდება.
შეგახსენებთ, რომ ზვიად გამსახურდია 26 წლის წინ სწორედ ძველ ხიბულაში, კარლო ღურწკაიას ოჯახში გარდაიცვალა.