ჭაში ჩავარდნილი მამაკაცის ცხედარი 13 საათიანი სამაშველო ოპერაციის შემდეგ ამოიყვანეს

ზუგდიდში, მედეას ქუჩაზე ჭადი ჩავარდნილი 70 წლის მამაკაციაშველებმა 13 საათიანი სამუშაოების შემდეგ გარდაცვლილი ამოიყვანეს. სამაშველო სამსახურის კნფორმაციით, სამუშაოებს ჭის სივიწროვე ართულებდა.

მამაკაცის ცხედარი ქუთაისის პროზექტურაში ექსოერტიზაზე გადაასვენეს.

შეგახსენებთ, რომ 70 წლის მამაკაცი კიფევ ორ მამაკაცთან ერთად ჭის ამოსაწმენდად დაიქირავეს. სამუშაოების შესრულების დროს ჭაში მიწა ჩავარდა და მამაკაცი ქვეშ მოიყოლა. მისი შვილის განმარტებით თავდაპირველად ის ცოცხალი იყო, თუმცა სამაშველო ოპერაცია მთელი დღის მანძილზე გაგრძელდა სამუშაოების სირთულის გამო, რა დროსაც მამაკაცი გარდაიცვალა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი