გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება 5 აგვისტოს შეეზღუდება:
ზუგდიდი. 10:00დან 18:30საათამდე სოფლებს ცაიში, ოქტომბერი, ცაცხვი.
ფოთი. 10:00დან 18:00საათამდე აბონენტს აღმაშენებლის ქუჩაზე.
აბაშა. 11:00დან 15:00საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით სოფლებს სუჯუნა, ზანათი, ეწერი.
წალენჯიხა. 11:00დან 15:00საათამდე წალენჯიხაში ქიაჩელის, რუსთაველის, სარიას, მიქავას, წერეთლის და მიმდებარე ქუჩებს, სააბულაძეოს უბანს.
სენაკი. 12:00დან 13:00საათამდე სენაკში მშვიდობის, კოსტავას, უნივერსიტეტის, სამეგრელოს და მიმდებარე ქუჩებს, სოფელ ახალსოფელს.
სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.