პენსიონერი მასწავლებელი, რომელიც სკოლას ნებაყოფლობით დატოვებს, ორი წლის ხელფასის ოდენობის ფულად ჯილდოს მიიღებს

საქართველოს მთავრობამ საჯარო სკოლაში დასაქმებული საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის ფულადი ჯილდოს გაცემის წესი დაამტკიცა.

განათლების მინისტრ მიხეილ ბატიაშვილის განმარტებით, საპენსიო ასაკს მიღწეული მასწავლებლები, რომლებიც ნებაყოფლობით გადაწყვეტენ პროფესიული საქმიანობის დასრულებას, 2019 წელს სახელმწიფოსგან ერთჯერადად ფულადი ჯილდოს სახით ორი წლის ჯამურ ხელფასს მიიღებენ, აღნიშნული რეფორმით კი ქართულ საგანმანათლებლო სისტემაში ახალგაზრდა კვალიფიციური კადრები შემოვლენ.

მისივე თქმით, პედაგოგები 2 წლის ხელფასის გარდა უზრუნველყოფილი იქნებიან სამედიცინო დაზღვევით.

ამ დროისათვის სისტემის დატოვების სურვილი 6 ათასამდე პედაგოგმა გამოთქვა. ჯილდოს მისაღებად კი საპენსიო ასაკის მსურველმა პედაგოგებმა მათივე საჯარო სკოლების დიტექტორებს შესაბამისი  განცხადებით უნდა მიმართონ”, – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი