თურქეთში 25 წლის ჩხოროწყუელი ახალგაზრდა ზღვაში დაიხრჩო

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ კირცხის მცხოვრები, 25 წლის ლაშა მალანია თურქეთში, ზღვაში დაიხრჩო. ახალგაზრდა თურქეთში ორი წლის წინ სამუშაოდ წავიდა. მისი გარდაცვალების კონკრეტული დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.

ოჯახი ხელისუფლებას მისი სამშობლოში გადმოსვენების საქმეში დახმარებას სთხოვს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი