საგარეო უწყება: “მალანიას ცხედარს თურქეთში ექსპერტიზა უტარდება და შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ მოხდება მისი გადმოსვენება”

საართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 25 წლის ლაშა მალანიას ცხედარს, რომელიც თურქეთში, ზღვაში დაიხრჩო, თურქეთშივე უტარდება სამედიცინო ექსპერტიზა, საქართველოს საკონსულო კი მუდმივ კომუნიკაციაშია როგორც ოჯახთან, ისე თურქ სამართალდამცველებთან.

“საკონსულოში ოფიციალური შეტყობინება ამ დროისთვის არ შესულა, თუმცა საკონსულო ფლობს ინფორმაციას საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ, ამჟამად ცხედარი გადასვენებულია პროზექტურაში და უტარდება ექსპერტიზა. საკონსულო ხაზზეა ოჯახის წევრებთან და ადგილობრივ სამართლადამცავებთან. შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ, მოხდება საქართველოს მოქალაქის გადმოსვენება”, – განუცხადეს საგარეო უწყებაში “Newsportal.ge”-ის.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის ჩხოროწყუელი ლაშა მალანია თურქეთში სამუშაოდ იმყოფებოდა. ის გუშინ, 5 აგვისტოს ზღვაში დაიხრჩო.

კომენტარები

დატოვე კომენტარი