რძალი, რომელმაც დედამთილს ფული მოპარა, პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა

ზუგდიდში სამართალდამცველებმა ახალგაზრდა ქალი დააკავეს, რომელსაც ქურდობა ედება ბრალად.

დაკავებულის დედამთილის ინფორმაციით, რძალმა მას ფული მოპარა და შემდეგ სახლიდა გავიდა, თავად დედამთილმა კი პოლიციაში დარეკა. სამართალდამცველებმა ახალგაზრდა ქალი ცხელ კვალზე დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, საქმე აღძრულია სსკ-ის 177-ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს. ოლიციამ მომჩივანის მიერ დასახელებული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღო.

კომენტარები

დატოვე კომენტარი