ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ოჯახის წევრისთვის თანხის მოპარვაში ბრალდებული, 29 წლის ნინო ჭითანავა დამნაშავედ ცნო.
ჭითანავას 3 წლის გამოსაცდელი ვადით პირობითი მსჯავრი განესაზღვრა.
ბრალდებულმა აღიარა, რომ ყოფილი ქმრის სახლიდან 4 140 ლარი მოიპარა.
ახალგაზრდა ქალმა ფული ყოფილი მეუღლის დედას მოპარა. ის 13 აგვისტოს დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, 177-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც ქურდობას გულისხმობს.